გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
12 იან - 10 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ‘ჯეოპოსტერი’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
  • ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
  • პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება და გაყიდვების წარმოება
  • შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები

  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად) ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: infogeoposter@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Marketing X
თბილისი
Advertopedia Plus
თბილისი
Interax Brand