მაღაზიათა ქსელის საოპერაციო მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
11 იან - 01 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi’s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder, ყველაზე დიდ არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია 40 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
  • ქსელის თანამშრომლების დისციპლინის მონიტორინგი, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის საჭირო ინსტრუქციების შემუშავება, მიწოდება და მონიტორინგი;
  • ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხში;
  • სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება/პრეზენტაცია;
  • სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში მათთან წერილობითი კომუნიკაცია, პრობლემურ თუ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
  • მაღაზიების ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესზე მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი დავალების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
  • Ms Office-ის ცოდნა (სასურველია Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კეთილსინდისიერება.

 

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საოპერაციო მენეჯერი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი