დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 იან - 01 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder, ყველაზე დიდ არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია 40 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში (2022 წელს დაგეგმილია დამატებით რამდენიმე ობიექტის გახსნა) და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის ოფისში

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიათა ქსელის მართვა რეგიონში (თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა);
  • მაღაზიათა ქსელის შინაგანაწესის, კვალიფიკაციისა და მომსახურების სტანდარტით დადგენილი ნორმების მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
  • მაღაზიებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • პერიოდულად დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის);
  • აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
  • გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია სხვადასხვა რგოლებს შორის და მათი შესრულების მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • კეთილსინდისიერება.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "რეგიონული მენეჯერი - ბათუმი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

TOP მენეჯმენტი
რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი