შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
11 იან - 31 იან
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაოს პირობები:

  • სამუშაოს ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ (09:30-17:30)
  • ანაზღაურება: 800 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შესყიდვების პროცესების მართვა;
  • ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • კომპანიის პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
  • მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების წარმოება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;

 


ძირითადი მოთხოვნები:

  • გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო მასალების შესყიდვის მიმართულებით.
  • შესყიდვების განხორციელება კომპანიის საჭიროების შესაბამისად.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.utalishvili@agronom.com.ge არა უგვიანეს 2022 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ შესყიდვების მენეჯერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია აგრონომი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი