IFRS შესაბამისობის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
11 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi’s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder, ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 40 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას IFRS შესაბამისობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

 

სამუშაო პირობები:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება (დარიცხული) - 3000 – 3750 ლ.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ყოველთვიური/კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური ანგარიშგების მომზადება და აუდიტის პროცესის მართვა;
  • აუდიტორებთან კომუნიკაცია, მოთხოვნილი ინფორმაციის თავმოყრა და მიწოდება;
  • თვის დახურვის პროცედურების გამართვა და პროცესში ყოველთვიური ჩართულობა;
  • აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება, IFRS-თან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • IFRS შესაბამისობის კონტროლი და რეკომენდაციების გაცემა სხვადასხვა განყოფილებებისთვის;
  • სხვადასხვა კონტროლის მექანიზმების დანერგვა და მათი მონიტორინგის პროცესების გამართვა;
  • კომპანიის დირექტორთა საბჭოსა და  უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება „დიდ ოთხეულში“ მუშაობის გამოცდილებას;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - « IFRS შესაბამისობის უფროსი სპეციალისტი“.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
IFRS