მთავარი ენერგეტიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
14 იან - 10 თებ
ექსკლუზივი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს კანდიდატის შერჩევას შემდეგ პოზიციაზე: მთავარი ენერგეტიკოსი

 


მოთხოვნები პროფესიისადმი:

  • განახორციელოს განყოფილების საქმიანობისდაგეგმარება და ბიუჯეტირება.
  • უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანების შესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
  • მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,აგრეთვე ხელმძღვანელობასგანსახილველად მიაწოდოს პრობლემების დასაკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.
  • მისცეს დავალებები  სანარდო  ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
  • შეადგინოს ყოველთვიური,კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშებიელექროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
  • ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
  • უზრუნველყოს  ნავსადგურის დიზელ- გენერატორისა  და  აირის  მეურნეობის სწორი და  უწყვეტი  ექსპლუატაცია,გამართული მუშაობა  და პერიოდული შემოწმება.
  • უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს  შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის,
  • საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო  წესების დაცვის;  ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის,
  • ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან,
  • კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის  სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების,  დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
  • ელ. კარადების, ელ. სვეტების,  ნავსადგურის ტერიტორიაზე  საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად
  • გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
  • ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების
  • გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების  და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება,
  • დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
  • მიიღოს მონაწილეობა  ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის,მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
  • განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
  • გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის  მენარდე ორგანიზაციების მიერჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
  • გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
  • სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში უზრუნველყოს  შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა და   საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზების ლიკვიდაცია.
  • განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის  დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
  • უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების  მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხებისშესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
  • შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
  • პირადად დაიცვას შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი, უსაფრთხოების ტექნიკის,  
  • შრომის  და  გარემოს  დაცვის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და მოითხოვოს პერსონალისგან მათი უპირობო შესრულება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს  სამუშაოს შესრულებისთვის  არასამუშაო საათებში,
  • საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.
  • მონაწილეობა მიიღოს ნავსადგურის კომისიების მუშაობაში, დადგენილი პროცედურების თანახმად.

 

 

დამატებითი პირობები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაქოს 15
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)



 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად   http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/,  ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com.    რეზიუმეს თანდართული უნდა ქონდეს  პროფესისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები  დიპლომი, სერთიფიკატი …)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა),
ენერგეტიკა (ზოგადი)