ოფისის მენეჯერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებას  იწყებს სუპერმარკეტების ქსელი „ასეთი“.

კომპანიის მთავარი მიზანია უახლოეს მომავალში გახსნას ათი ობიექტი , იყოს ორიენტირებული თანამშრომლების განვითარებაზე,  ჰქონდეს პარტნიორებთან გრძლევადიანი თანამშრომლობა და მოიპოვოს მომხმარებელთა  ერთგულება.

ჩვენ ვიწყებთ და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს ,რათა ერთად შევქმნათ კომპანიის მომავალი.

კომპანია „ ასეთი“ ეძებს თანამშრომელს ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე

 

სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია : ქუთაისი,ზ.გამსახურდიას 51.

 

 ფუნქცია-მოვალეობები:

  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
  • ორგანიზაციის ელფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • ოფისის მასალების, ინვენტარის შესყიდვის პროცესის მართვა;
  • პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება;
  • შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებთან;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1-2 წლისა;
  • ენები:ინგლისური,რუსული;
  • საოფისე პროგრამები: MS office;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 800 ლარი;
  • მობილურზე სასაუბრო დროის ულიმიტო პაკეტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან -პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00;
  • კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე :  Revazi.kvirikashvili@yahoo.com   განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.01.2022.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი