ინვენტარიზაციის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
11 იან - 10 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: მოიაზრება რეგიონებში მიმოსვლა

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ (საჭიროებისამებრ შაბათი დღე, სეზონურად)

ანაზღაურება: 800 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  •  გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება
  • პროდუქციის აღრიცხვა და მარაგების კონტროლი
  • პროდუქციის დახარისხება სახეობებისა და კოდების მიხედვით
  • საბაჟო პროცედურების გავლა
  • ნაშთების დადარება და კონტროლი
  • ვადებისა და პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი
  • ფასების მარკირება და კონტროლი
  • პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი
  • საჭიროებისამებრ, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დავალებით -რეპორტინგი/მონიტოტორინგი

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა,
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებული

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.khvediashvili@agronom.com.ge არა უგვიანეს 2021 წლის   14 იანვრამდე ​. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ინვენტარიზაციის მენეჯერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია აგრონომი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
თბილისი