რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
11 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო  კომპანია "MBG Rent" აცხადებს ვაკანსიას  რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეგიონში გაყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმაზე დაფუძნებით მიზნობრივი სეგმენტების განსაზღვრა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • რეგიონის შესწავლა და პოტენციური მომხმარებლების მოძიება, საჭიროებების განსაზღვრა;
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომხმარებლებზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  •  არსებული მომხმარებლების კმაყოფილებასა და ლოიალობაზე ზრუნვა.


ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;(უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს.)
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (word, excel);
  • უცხო ენების, საშუალო დონეზე ცოდნა. 


უნარ-ჩვევები:

  • გამართული საუბრის მანერა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის პროცესის განხორციელება, მათ შორის ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: rent@mb.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Interax Brand