რეპორტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 1400
  • ბაკალავრი
  • რუსული
11 იან - 10 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ HEINZ”- არის საერთაშორისო კომპანია რომელიც 150 წელია აწარმოებს საკვებ პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოში „ HEINZ”- ცნობილია ორი კატეგორიით - ბავშვთა კვებით (www.heinz-baby.ru) და კეტჩუპები/სოუსებით (http://www.heinz.ru).

 

კომპანიაში ცხადდება ვაკანსია - რეპორტინგის სპეციალისტი.

 

ვაკანსიის შესახებ:

  • კატეგორია: გაყიდვები / მარკეტინგი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (დღეში 8 საათი)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 900-1400 ლარი (განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე)

 

მოვალეობები:

  • ყოველდღიური გაყიდვების რეპორტის Excel-ში  მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • თვის განმავლობაში გაყიდვების ტენდენციების ანალიზი  და შესაბამისი პრობლემური ჯგუფების გამოვლენა;
  • მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად რეპორტების წარმოება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების ახალი ფორმების მოფიქრება, დამუშავება/აწყობა;
  • არსებული რეპორტების განახლება და დახვეწა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • აქციების პერიოდულობის ანალიზი და მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტისთვის მიწოდება.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

 


მოთხოვნები:

  • Microsoft Office-ის (Excel და PowerPoint) ცოდნა მაღალ დონეზე
  • რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მარკეტინგი სფეროში)
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

 

 

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • მათემატიკური უნარები
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ინგლისურ ან რუსულ ენაზე ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: kraftheinzgeorgia@gmail.com  და გთხოვთ განცხადებაში !!! აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „რეპორტინგის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
 


გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი