დამსტიკერებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
20 იან - 09 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.


ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას  დამსტიკერებლის პოზიციაზე ლილოში მდებარე საწყობში.



 ფუნქცია-მოვალეობები:
 

  • შემოსულ საქონელზე შტრიხკოდის მინიჭება, დასტიკერება;
  • შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
  • სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია საწყობის საქმიანობასთან;

 

   პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

  პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარსკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
  • ხელფასი: 700 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV  მისამართზე vacancy@domino.com.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერატორი