დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • საშუალო განათლება
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
10 იან - 09 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Gastronome • გასტრონომი აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის  პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით;
  • წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.
     

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი დეტალები:

  • ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gastronome.ge   სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
დისტრიბუცია