გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
11 იან - 01 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

iSpace აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას iSpace Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში. Apple Premium Reseller-ის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ თავიანთ საქმეში პროფესიონალებს.

თუ გსურს გახდე Apple-ის პროდუქტების  სერთიფიცირებული ექსპერტი, გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებლებთან ინგლისურ და/ან რუსულ ენებზე კომუნიკაცია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება;
  •  მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა.

 

ყოველთვიური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გაყიდული პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, CV მოგვაწოდე ელ. ფოსტაზე: hr@asbc.ge, სათაურის ველში მიუთითე: iSpace გაყიდვების კონსულტანტი

კანდიდატთა შერჩევა მოხდება CV-ების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის. რეზუმე მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე. გთხოვთ, გამოეხმაუროთ თუ ზემოთ აღნიშნულ პირობებს ეთანხმებით.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ რეზუმეს გამოგზავნიდან თუ არ მოხდა უკუკავშირის მიცემა 2 თვის განმავლობაში პასუხი ავტომატურად ნიშნავს უარყოფითს.

iSpace გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
ელექტრონიკა, ტექნიკა