პურის ხაზის ტექნოლოგ-მენეჯერი
ნატახტარი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
10 იან - 09 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქართულ-ფრანგული სურსათის მწარმოებელი საწარმო 'ფუდ ალიანსი' აცხადებს ვაკანსიას პურის ხაზის ტექნოლოგ-მენეჯერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: სოფ. ნატახტარი

 

ძირითდი მოთხოვნები

  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება კვების პროდუქტების ტექნოლოგიის განხრით;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  •  სხვადასხვა პურის სახეობაზე (ბაგეტი, ჩიაბატა  და სხვა) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
  • თანამშრომელთა  მართვის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოების მთავარ ტექნოლოგთან მუდმივი კომუნიკაცია წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი პარამეტრების უზრუნველსაყოფად;
  • წარმოების პროცესების კონტროლი შესაბამის ხაზზე;
  • საწარმოში არსებული, სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხობრივი და სურსათის უვნებლობის ჩანაწერების წარმოება;
  • საცხობი დანადგარებისა და ღუმელების  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

 

პიროვნული თვისებები:

  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@falliance.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა,
ტექნოლოგი