ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
10 იან - 09 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

„ბაზარი“    წისქვილის ერთ-ერთი უახლესი პროექტია - მოიცავს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების თანამედროვე მარკეტს, თუმცა აცოცხლებს ძველი, ტრადიციული ბაზარის თემატიკას.  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://www.facebook.com/bazari.com.ge

 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლად გახსნილ „ბაზარი“-ის გუნდში გვაქვს ბუღალტერის ვაკანტური პოზიციები.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის #57

სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 6 დღე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება ინსტრუქციის შესაბამისად;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივების უზრუნველყოფა / კონტროლი;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება;
  • დეკლარაციების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება,  დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად შესრულებისა და ხარისხის კონტროლი.
     

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
  • ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების;  Excel, 1C მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
     

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
მცხეთა, სხვა
მცხეთა, სხვა