ცხელი კერძების მზარეული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
10 იან - 09 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის  შემდეგ პოზიციებზე.

 „აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის დამუშავება;
  • სხვადასხვა სახეობის ცხელი კერძის მომზადება;
  • კერძების შემადგენლობისა და კალკულაციების კუთხით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
  • არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/განთავსება/დასაწყობება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  1 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული