ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 იან - 09 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;
  • მარკეტინგული მომსახურეობის (ქეშ ბექი, რეტრო ბონუსი, ერთჯერადი მარკეტინგული; მომსახურეობა) კალკულაცია და ანგარიშ ფაქტურებთან შედარება, საჭიროების შემთხვევაში ქსელებთან კავშირი;
  • დებიტორული დავალიანებების (ქსელური ნაწილი) ანალიზი და მონიტორინგი;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი,ბალანსი,Cash Flow);
  • მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის ანალიტიკა და მონიტორინგი;
  • ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
  • ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია პროგრამის 1C ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს !

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი