იმპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
10 იან - 09 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 20 საცალო ობიექტს.

“ზოომარტი“ არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare,  Champion Petfoods, Josera, Ferplast, KONG, Morando, Vitakraft, Versele-laga,  Canvit, Animology, Antos, Catzone და სხვა.

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის  პოზიციაზე

 

ანაზღაურება და სამუშაო ლოკაცია

ანაზღაურება: საბაზრო კონკურენტული  (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი

                                             

სამუშაო განრიგი

ორშაბათი-ხუთშაბათი:  09:30-18:00

პარასკევი: 09:30-15:00

შაბათი-კვირა: დასვენება

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების განთავსება კომპანიაში არსებული შიდა სტანდარტების მიხედვით
  •  იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური, ვეტერინარული  და სხვა დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
  • სატრანსპორტო კომპანიებთან (ფორვარდერებთან) ურთიერთობა
  • საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი პროცესების შეთანხმება და განახლება
  • მონაცემების “1C მაღაზია-საწყობის” პროგრამაში შეყვანა, შედარება და დამუშავება
  • უშუალო ხელმძღვანელი პირი მხრიდან  მიღებული, სამუშაო პოზიციასთან შესაბამისი დავალებების შესრულება,


 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება
  • იმპორტის პროცედურების მაღალი კვალიფიკაციის ქონა
  • ვეტერინარულ სერთიფიკატთან და EUR1-თან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
  • ექსელის მაღალ დონეზე ფლობა

 

 

ვაკანსიის განხილვა

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:

ვაკანსია გამოგზავნეთ მეილზე import@zoomart.ge

სათაურში (Subject) მიუთითეთ “იმპორტის მენეჯერის პოზიცია“

მეილს დაურთეთ   CV ფოტოსურათით (სასურველია PDF ფორმატში)

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება