ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კომპლექსური კურსები
თბილისი
10 იან - 09 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593 61 45 52

"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტერიის შემსწავლელ სასერტიფიკატო კომპლექსურ კურსებზე! 

კურსი გათვლილია ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის!
სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით!
მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!

გაითვალისწინეთ: ”ინტელექტ ცენტრი” 22 წლის სასწავლო ცენტრია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!
მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ „ინტელექტ ცენტრის“ მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

„ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების შემდეგ ეტაპები:

1. თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული ბუღალტერიის შესწავლა დამწყებთათვის! (სრული კურსი - საერთაშორისო სტანდატრებით)

2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცალკე შესწავლა: ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN.    

3. სტაჟირება - მოქმედი, დამწყები ბუღალტრებისთვის; „ინტელექტ ცენტრის“ პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!

1. თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული სრული საბუღალტრო კურსი დამწყებთათვის მოიცავს სამ თვეს!
 

სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე დოკუმენტების შედგენას  და ბუღალტრული პროცესების მართვას!
 

სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისებახდება პრაქტიკული  და სავარჯიშოებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!

პირველი ეტაპი - თეორიული ნაწილი:
ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი / მისი არსი და მნიშვნელობა
ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება / სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები.
ფინანსური ანგარიშგება / საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა
ბუღალტრული ბალანსი / სამეურნეო ოპერციათა გავლენა ბალანსზე

მოგება-ზარალის ანგარიშგება
სალაროს ოპერაციების აღრიცხვა
ბანკის ოპერაციების აღრიცხვა
მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
ვალდებულებების აღრიცხვა
საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

მეორე ეტაპი - პრაქტიკული ნაწილი:
საწარმოს საქმიანობა; ვაჭრობა, მომახურება, წარმოება
სააღრიცხვო პოლიტიკა
საწარმოს წესდება
დამფუძნებელთა, პარტნიორთა კრება / კრების ოქმი
იჯარის ხელშეკრულებები
შრომითი და სხვა ხელშეკრულებები

დირექტორის ბრძანება კადრების დანიშვნის შესახებ, ბრძანება მივლინებების შესახებ, ხელფასის შესახებ და ასევე სხვა ბრძანებები
საკონტროლო სალარო აპარატი

შედარების აქტი
მინდობილობა
საკონტროლო გარბენის აქტი (საწვავი)
სამივლინებო მოწმობა
მიღება-ჩაბარების აქტი
ინვოისი / სასაქონლო ზედნადები
საგადახადო ანგარიშ-ფაქტურა / საგადახდო დოკუმენტი

სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი
ხელფასის უწყისი
ინვენტარიზაცია
სალაროს ოპერაციები
საბანკო ოპერაციები (ბანკის ამონაწერი)
ხელფასის დარიხვა და გამოთვლა
საქონელი, შეძენა, რეალიზაცია
ნედლეულის და მასალების შეძენა, დამზადება, რეალიზაცია
ხარჯების აღრიცხვა (საკანცელარიო, მივლინების, საწვავის)
ძირითადი საშუალებების შეძენა, ცვეთის დარიცხვა, ქონების გაანგარიშება

ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
საბაჟო
საგადასახადო კალენდარი, საგადასახადო ვალდებულებები (საშემოსავლო, დღგ, მოგება, ქონება)
Rs.ge  / დეკლარაციების ატვირთვა ყოველთვიური / ყოველწლიური

 

მესამე ეტაპი - კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები შერჩევით (სურვილისამებრ):
ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN.

სრული კურსის ღირებულება და პირობები: 
ღირებულება ჯგუფში - 650 ლარი
ინდივიდუალურად - 750 ლარი
ლექციების რაოდენობა ინდივიდუალურად - 26 ლექცია, ჯგუფში - 32 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად - 1 საათი, ჯგუფში: 1.30წთ.
ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად!
 

ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას!

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!


2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცალკე შესწავლა:


ორისი - ინდივიდუალურად - 200 ლარი  - 6 გაკვეთილი / ჯგუფში - 150 ლარი - 8 გაკვეთილი
ინფობუღალტერი - ინდივიდუალურად - 200 ლარი - 6 გაკვეთილი / ჯგუფში - 150 ლარი - 8 გაკვეთილი
სუპერფინი - ინდივიდუალურად - 200 ლარი - 6 გაკვეთილი / ჯგუფში - 150 ლარი - 8 გაკვეთილი
 

ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!
 

3. სტაჟირების პროგრამა  -  დამწყები ბუღალტრებისთვის;

პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ”ინტელექტ ცენტრის”  საბუთების დამუშავების შედეგად, ისე ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში, ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.

ერთთვიანი სტაჟირება - 350 ლარი - 12 სალექციო კურსი - ინდივიდუალურად.

შეთავაზება:
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში. 
ერთი კონსულტაციის ღირებულება ინდიივიდუალურად - 1 საათი - 30 ლარი

კურსებს უძღვება; პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული ტრენერი მრავალწლიანი წლიანი სამუშაო გამოცდილებით!

გაითვალისწინეთ: წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობა აშექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 22 წლიან სამუშაო გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი" 

მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, 
ბიზნეს ცენტრი - "მწვანე ოფისი" 
ტელ: +995 595 05 01 54, +995 593 61 45 52 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.

ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com

Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
 

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები