KA მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2500 - 3000
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
10 იან - 06 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას KA მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რეალიზაციის წერტილების მიხედვით ყოველდღიური სტატისტიკური ანალიზის ჩატარება
  • არსებული და პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო ბაზის შექმნა/განახლება, ახალი ქსელური მარკეტების მოძიება და შეთავაზების წარმოება;
  • ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ასორტიმენტის, ფასის შესაბამისი პროდუქციის კომპანიისთვის მომგებიანად ქსელში წარმოდგენის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი
  • ქსელებისგან მიღებული შეკვეთების გადამისამართება ოპერატორთან, ზედნადებების ფასთან მიმართებაში კონტროლი, მიწოდების განრიგის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დამტკიცებული ახალი ასორტიმენტის პარტნიორის ქსელში სწორად და ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდარის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი;
  • პროდუქციის ქსელიდან დაბრუნების მიზეზების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით, უკან დაბრუნებული პოზიციების კონტროლი/დადასტურება;
  • ბაზრის რეგულარული კვლევა და  შედეგების დამუშავება ფასთან, ხარისხთან და ასორტიმენტთან მიმართებაში
  • შესყიდვების დეპარტამენთან კომუნიკაციის გზით საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • მერჩენდაიზერების გრაფიკის გადანაწილება და კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
  • Office პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა.(სასურველია)

 

დამატებითი პიროვნული უნარები:

  • პრეზენტაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

არსებულ პოზიციაზე თანამშრომელი ისარგებლებს შემდეგი უპირატესობებით:

  • საბონუსე სისტემა;
  • დაზღვევა;
  • საწვავი;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე   vacancy@agrofoodtrade.ge 

სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის მენეჯერი/ KA MANAGER"  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი  კანდიდატურა ვერ განიხილება.

გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი