კომერციული დირექტორის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
10 იან - 07 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: კუკია, სამურზაყანოს ქუჩა

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის დამხმარის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე შესყიდვების და გაყიდვების მიმართულებით;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook, Excel) ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შესასყიდი პროდუქციის მარაგების კონტროლი;
  • შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი და ანალიზი;
  • შესასყიდი პროდუქციისათვის დოკუმენტაციის მომზადება, პასუხისმგებელ პირებთან გაგზავნა;
  • საბაჟო სამსახურისთვის და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და კონტროლი;


პიროვნული თვისებები:

  • ლიდერობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;


სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • ანაზღაურება: 1000 – 1500 ლარი;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი
შესყიდვები
კვება/ინგრედიენტები,
შესყიდვები(ზოგადი)