მზარეულის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 138086

"სკა ჯუს ბარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.


ძირითადი მოვალეობები:

  •  მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
  • პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  •  ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  •  მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
  •  მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
  •  აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
  • ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  •  მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.



საჭირო უნარები:

  • რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
  •  სწრაფად მუშაობის უნარი;
  •  დროის მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


ბენეფიტები:

  • მეგობრული სამუშაო გარემო;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი : სწავლის და მუშაობის შეთავსება, სრული ან ნახევარი განაკვეთი.
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  სტარტაპში მონაწილეობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: natali@skagroup.ge

საკონტაქტო ტელეფონი: +995 511 138086.

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე