საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ აპტოსი“ წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100  ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

 

კომპანია „აპტოსი“ ეძებს საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელს

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • აპტოსის ქვეყნების ხელმძღვანელებთან რეგულარული კომუნიკაცია, ბაზრების სიტუაციური ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და მართვის მიზნით;
  • ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა აპტოსის საერთო გეგმებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
  • ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად აპტოსის ქვეყნებსა და რეგიონებში ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ჩამოყალიბება კომპანიის სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად;
  • აპტოსის ქვეყნებში პოტენციური კლიენტების გამოვლენა და მათთან მჭიდრო, გრძელვადიანი, საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • აპტოსის ქვეყნების ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების, კონგრესებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • აპტოსის ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ადგილობრივი პროექტების განხორციელების მიზნით, მხარდაჭერა ფინანსური მიზნების მიღწევასა და კონტროლში;
  • ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა მარკეტინგისა და სპეც. წინადადებების მომზადებაში აპტოსის მარკეტინგის დეპარტამენთან ერთად;
  • ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ტრენინგების მომზადებაში აპტოსის ტრენინგების დეპარტამენთან სრულ კოორდინაციაში;
  • ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ახალი ბრენდების მოზიდვა-მართვაში, მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, ტრენინგები და აქტივობები;
  • ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ფინანსური ანალიტიკის მართვის პროცესში (მოგება-ზარალი, „cash flow“ და ა.შ)  აპტოსის ფინანსურ დეპარტამენთან ერთად;
  • ქვეყნების წლის ბიუჯეტის შედგენა-მართვაში მონაწილეობის მიღება.

 

 

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

  • მსგავს სფეროში (უცხოეთის ქვეყნებსა და საქართველოში არსებული ოფისების მართვა) მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
  • საკუთარი გუნდისა და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია;
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს მენეჯმენტის, მარკეტინგის, მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების გამართული ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის.

 

 

აუცილებელი უნარჩვევები

  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • მიზანზე ორიენტირებული ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ბიზნეს მენეჯმენტისა და კომერციის უნარ ჩვევები.

 

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, 6 თებერვლამდე  გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელი.

 

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

TOP მენეჯმენტი
ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
მსგავსი განცხადებები