ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
16 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე:


 ფუნქცია - მოვალეობები


ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  •  სალარო  ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
  •  ფულის მიღება და გაცემა
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • სალაროს წიგნის წარმოება, შემოსავლისა და გასავლის ყოველდღიური;
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
  •  აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; 
  •  შესრულების სიზუსტე და სისწრაფე;
  •  ორგანიზებულობა;
  •  პასუხისმგებლიანი;

 

 

სამუშაო საათები :

24 საათიანი სამუშაო გრაფიკი სამ დღეში ერთხელ.

 

სამუშაოს ადგილმდებაროება - თბილისი, დიდი ლილო, ვარკეთილის დასახლება (ჰუალინგთან)

 

ანაზღაურება - 600 ლარამდე.

 

ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge , გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
მოლარე