სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ოპტიმალური ბაზის შექმნა;
  • მარაგების კონტროლი და ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • ბრუნვადობის ანალიზი პროდუქციის სახეობების მიხედვით;
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ფასების მონიტორინგი და ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და შემდგომი ანალიზი;
  • კომპანიის მიერ განსაზღრულ გეგმაში საჭირო ცვლილებების შეტანა და გეგმის შესრულების მონიტორინგი.
  • სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების შესყიდვების დაგეგმვა ოპტიმალურ პარტიებად, ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და კონტროლი, პროდუქციის ჩამოსვლის ვადების კონტროლი;
  • დაკარგული რეალიზაციების აღრიცხვა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათადარიგო ნაწილების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
გაყიდვები
ავტომობილი, ავტონაწილები