სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის მოძიება, ფასების და მომსახურების დეტალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
  • ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ჩამოსვლის ვადების კონტროლი და მომხმარებლის ინფორმირება;
  • სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდაზე და გეგმის შესრულებაზე ორიენტაცია;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს თანამდებობაზე და სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
  • ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება.

 


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;


 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
ავტომობილი, ავტონაწილები,
გაყიდვების კონსულტანტი