გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამედიცინო კომპანია "4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.



სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა;
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.


ძირითადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფერო ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge.

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი