სტაჟიორი - ოპერატორის დამხმარე
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური
05 იან - 04 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 212 20 30

„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

„ფაბრიკა 1900“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით) თანამდებობაზე: ოპერატორის დამხმარე

 

თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი:                             მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
  • სამუშაო გრაფიკი:                              ორშაბათი-პარასკევი, 08:30 – 19:00
  • ანაზღაურება:                                      800 ლარი
  • სტაჟირების ხანგრძლივობა:               3 თვე
  • ვაკანტური ადგილების ოდენობა:      1             

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დანადგარის ინსტალაციის პროცესში ჩართულობა;
  • დანადგარის მუშაობის შესახებ ორგანიზებულ ტრენინგებში ჩართულობა;
  • ოპერატორის დახმარება დანადგარის მომზადებაში;
  • დანადგარის მართვის პროცესში ჩართულობა;
  • დამზადებული პროდუქციის მარკირება/პალეტირება;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
  • წარმოების პროცესის შეუფერხებელად მიმდინარეობისათვის თანმდევი დავალებების შესრულება;                        


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო / პროფესიული განათლება
  • სასურველია ავტომატიზირებულ დანადგართან მუშაობის გამოცდილება 3-6 თვემდე;



დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების / სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა;
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
  • სტაჟირების 3 თვიანი ვადა;

 


სტაჟირება არის ერთჯერადი, პოზიცა ღიაა და რეზიუმეები მიიღება 2022 წლის 05 იანვრიდან 2022 წლის 03 თებერვლის ჩათვლით;

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშას, პროფესიოულ-კარიერული განვითარების შესაძლებლობასა და სტაბილურ დასაქმებას;

თუ გსურთ, ჩაერთოთ სტაჟირების პროცესში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSel8bsxOJD5isgMVFWqV1RgC_o1B7LaGwtM329JoQbLahWjCg/viewform?usp=sf_link  ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე - HR@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30;

გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ პროგრამის დასახელება: ოპერატორის დამხმარე - სტაჟიორი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

 

„ფაბრიკა 1900“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს !

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა,
ხაზის ოპერატორი