უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
05 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ვივო მედიქალ გრუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 დან - 18:00 მდე.

ანაზღაურება: 700 ლარი (Net)

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • MD/SB პროგრამაში მუშაობა;
  • მარაგების კონტროლი (ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ნაშთების გასწორება);
  • თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვის ორგანიზება და შვებულებების დღეების კონტროლი;
  • ინვოისების მომზადება და დავალიანებების კონტროლი;
  • კალკულაციების მომზადება და გადაგზავნა პორტალზე/გამგეობაში წარდგენა,  შესაბამისი წერილის მომზადება დასაფინანსებლად;
  • ხელშეკრულებების ვადების კონტროლი (შესყიდვის, მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტების გაფორმება);
  • დოკუმენტებისა და ცნობების მომზადება/ორგანიზება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება -  ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
  • MS Office-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - სასურველია.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი