პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
05 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ვივო მედიქალ გრუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00 დან - 18:00 მდე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამის მომხმარებელების მხარდაჭერა;
  • დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
  • პროგრამის დახვეწის და ახალი ფუნქციონალის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა.         

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სასურველია ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.geდა სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ