ვაიზერი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • მართვის მოწმობაB
06 იან - 04 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ბევრილი რითეილ ჯგუფი“  აცხადებს   ვაკანსიას   ვაიზერის პოზიციაზე ქ.ფოთში.


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;



ფუნქცია-მოვალეობები:

  • საფირმო მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური, შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.
  • თანამშრომელთა მომსახურების პროცესის და მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელში სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების (ჰიგიენური ნორმების, ქართული  ანოტაციისა და ა.შ.) დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა და კონტროლი.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესისთვის აუცილებელი ნივთების მარაგისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი.
  • ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა კომპანიის აქტივებისა ქონების დაცვაზე, მის განკარგულებაში არსებული რესურსების კეთილგონივრული გამოყენება.
  • მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ყოველდღიური კონტროლი.
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის რეპუტაციაზე.
  • თანამშრომელთა არასამუშაო დღეების, სამუშაო საათებისა და შესვენების საათების განრიგის დადგენა და კონტროლი.
  •  საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

 

აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი ( B კატეგორიის მართვის მოწმობა)

საწვავი ანაზრაურდება კომპანიის მიერ.

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება : 800 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: amiran@bevrili.geდა მიუთითოთ ვაკანსიის სახელი, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595035410.

გაყიდვები
სუპერვაიზერი