კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
20 იან - 31 იან
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder - ის ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 40 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს ბარათი;

 

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა ;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებ და უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული  და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

 

სამუშაო განრიგი:

  • სამუშაო განაკვეთი სრული.
  • სამუშაო განრიგი განისაზღვრება ცვლებით.
  • დასვენების დღეები: ორ კვირაში დასვენების 3 დღე.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30.01.2022

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი