სერვის-მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
06 იან - 05 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კორპორაცია ICR საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს. ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ - ICR F&B წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა ქართული რესტორანი „ტაბლა“, კვების ობიექტი „ტაბლა დიასახლისი“, პიცერია და სტეიკჰაუსი „პომოდორისიმო“ და “აი სი არ ქეითერინგი’’ - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით. 

 

„ტაბლა დიასახლისი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის_მენეჯერის პოზიციაზე.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • დელივერი კომპანიებთან თანამშრომლობის (ონლაინ შეკვეთებზე მუშაობის) გამოცდილება;
  • რესტორნის ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სტუმართმასპინძლობისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორანში სერვისის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა:
  • დელივერზე, სატელეფონო და/ან ადგილზე მიღებული შეკვეთების კონტროლი.
  • სალარო პროცედურების მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის შედგენა და დაცვის უზრუნველყოფა;
  • მიმტანების პოზიციონირების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ვიზუალური მხარის კონტროლი დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
  • ახალი თანამშრომლის გადამზადება და დახმარება ადაპტაციის პროცესში;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ყოველთვიური შეფასება;
  • მომსახურების პროცესის ხელშემშლელი შესაძლო პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • რესტორანში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • რესტორნის მენეჯერის დავალებების შესრულება მოთხოვნისამებრ.

 

უნარ-ჩვევები:                 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;    
  • დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სერვის-მენეჯერი“.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი