ბუღალტრის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული
05 იან - 04 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  6 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.  საქართველოში კომპანია 5 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას. 

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

 

 „რუსტარ ონლაინი“  აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის თანაშემწის“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

  


მოვალეობები:

  • კომპანიის სამუშაო სისტემიდან მონაცემების ამოღება და დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა, რაც მოიცავს:
  • საბანკო და სალარო ტრანზაქციების გატარება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების დარიცხვა;
  • კომპანიის სამუშაო სისტემისა და საბუღალტრო პროგრამის ნაშთების     შემოწმება;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება;


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით);
  • რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • პრიორიტეტი მიენიჭება თურქული ენის ცოდნას. 
  • მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office) - აუცილებელი მოთხოვნაა  EXCEL-ის ცოდნა;

 


სამუშაო დღეები: კვირაში 5  დღე ; დასვენება 2 დღე

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: vacancy@rustaronline.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

   კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან და ტესტირება Excel-ში.

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    www.rustartourism.com

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე