ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • საშუალო განათლება
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული
15 იან - 04 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

MAXIMUS აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • სავაჭრო და სასაწყობო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების ორგანიზება და სამუშაო პროცესის წარმართვისთვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფა;
  • ლუდის ჩამომსხმელი აღჭურვილობის გამორეცხვა და შეკეთება;
  • სანტექნიკის აღჭურვილობის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ა. შ. გამართულობის შემოწმება. დერეფნების, კაბინეტების, ავეჯის, ფანჯრების მდგომარეობის კონტროლი გაუმართაობის გამოვლენისა და მათი ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით;
  • სამუშაოების ორგანიზება და ოფისსა თუ სავაჭრო წერტილებში წარმოშობილ გაუმართაობათა აღმოფხვრაში დამოუკიდებელი მონაწილეობა: განათების ნათურების, როზეტების შეცვლა, საოფისე ავეჯის, სამეურნეო ინვენტარის მცირედი შეკეთება და ა. შ.;
  • კანონით დადგენილი პროცესის ორგანიზება კომპანიის მატერიალური ფასეულობების დაცულობისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის;
  • კომპანიის ქონების ინვენტარიზაციის, საიმედო აღრიცხვის ორგანიზება და ჩატარება და მისი გადაადგილება;
  • შესაძლო ახალი სამუშაო პროცესების (მაღაზიის ინფრასტრუქტურის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამშრომლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება), მონიტორინგი და დანერგვა, პროცესების ოპტიმიზაცია;
  • დასუფთავების კომპანიის მუშაობის კონტროლი;
  • ინვენტარისა და სახარჯი მასალების გონივრული გამოყენებისათვის თვალყურის დევნება და დოკუმენტირება;
  • უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი ნორმატიული აქტების შემუშავება; კომპანიის ხარჯზე სწავლების გავლის ვალდებულება;
  • კომპანიის თანამშრომლებთან რეგულარული ინსტრუქტაჟის ჩატარება, სახანძრო უსაფრთხოების, სტენდებისა და ცეცხლსაქრობების ინსტრუქტაჟების ჟურნალის გაფორმება და წარმოება;
  • შიდა და გარე კორესპონდენციის მიღება / გაგზავნა საფოსტო სამსახურებში გასვლით (საჭიროების შემთხვევაში);
  • სარეკლამო ინფორმაციის (ბუკლეტები, სამახსოვრო ფურცლები) სათანადო ფორმით შენარჩუნება და საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფის კონტროლი;
  • მაღაზიების სიცოცხლისუნარიანობის (აქტიური პოზიცია) უზრუნველყოფისთვის რეგლამენტების კორექტირება და ტრანსფორმირება.

 

მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • რუსული ენის ცოდნით
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა
  • მინიმუმ 2 წლიანი რელევანტური სამუშაო გამოცდილება (ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახური, მეურნეობის ხელმძღვანელი);
  • შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენების უნარი: სახრახნისი, ელექტრული სახრახნისი, პერფორატორი, ჩაქუჩი. რემონტის/შეკეთების პრაქტიკული უნარები (ელექტროობა, სანტექნიკა, საკეტების გამოცვლა და სხვა);
  • პასუხისმგებლობა, მათ შორის: მატერიალური;
  • სტრესის მიმართ მედეგობა, სამუშაო პროცესში მაღალი დინამიკა, მათ შორის ფიზიკური დატვირთვა ინვენტარისა და ნიმუშების გადაადგილებისას;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ელექტროობასთან მუშაობის, შრომის უსაფრთხოებასა და სახანძრო უსაფრთხოებაზე მოქმედი დაშვების ქონა;
  • კარგი ორგანიზატორული უნარები;

 

პირობები:

  • ოფისი მდებარეობს თბილისში, გლდანში.
  • ანაზღაურებადი კორპორატიული მობილური კავშირი;
  • უფასო ჩაი, ყავა. სამზარეულოს ზონა;
  • სამუშაო გრაფიკი 5/2 (შაბათი, კვირა - დასვენების დღეები), 09:00 საათიდან 18:00 საათამდე’
  • საწვავისა და საპოხი მასალების ანაზღაურება (300 ლარი თვეში) 
  • შრომის ანაზღაურება 700-900 ლარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:+995 593 593 737

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, გორი, თელავი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზესტაფონი, ქობულეთი, ზუგდიდი, ახალციხე, ხაშური, მცხეთა, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, სენაკი, ბორჯომი, ახალქალაქი, ახმეტა, ბოლნისი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ოზურგეთი, სამტრედია, სიღნაღი, ტყიბული, ყვარელი, წალენჯიხა, ჭიათურა, ხონი, სხვა