მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
14 იან - 31 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე:

 

კომპანია „მეტრომარტი“ არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდებთან ერთობლივი აქციის დაგეგმვა, შესრულება და რეპორტინგილ;
  • სოც. ქსელების მენეჯმენტი (Facebook , Instagram;Google;)
  • სარეკლამო შინაარსის მქონე მასალის მომზადება და განთავსება შესაბამის არხებში.
  • დიზაინერთან ერთად ეფექტური ვიზუალური მასალის შექმნა.
  • კომუნიკაცია სარეკლამო  სააგენტოებთან და მედიის წარმომადგენლებთან  (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ)
  • ქსელში სხვადასხვა პრომო აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა. 
  • ციფრული მარკეტინგის მიმდინარე ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის შეთავაზება.
  • სამომხმარებლო ტექნიკის ბაზრის ტენდენციების პერიოდული მოკლვევა და ანალიზი.
  • ვიდეო რგოლების რედაქტირება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება მარკეტინგის განხრით;
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • კონტენტ მარკეტინგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის ცოდნა/ინტერესი;
  • Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულად გამართულად წერის უნარი, ტექსტის კორექტირების გამოცდილება;
  • სავალდებულოა  რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა. (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითო აზროვნება;
  •  შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • სამედიცინო დაზღვევა
  • ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი

 

  დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით)  მისამართზე vacancy@metromart.ge 2022 წლის  30 იანვრის ჩათვლით.

 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ