შეფ–მზარეული
ბათუმი
რესტორანი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 2 - 3 წლამდე
04 იან - 03 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქ. ბათუმში მდებარე რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე. 

 

მოვალეობები:

  • სამზარეულოში მიმდინარე პროცესების სწორად დაგეგმვა და მართვა;
  • ყველა საბოლოო პროდუქტის, ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით დამზადების და მათი ხარისხის, ვიზუალის და გემოვნური თვისებების კონტროლი;
  • შემოსული შეკვეთების სწორი მართვა;
  • საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია;
  • მენიუს შექმნა, ახალი კერძების მუდმივი იდეების გენერირება; 
  • ინვენტარიზაციის, შეკვეთებისა და მარაგების (თარიღების) კონტროლი;
  • სანიტარული ნორმებისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების მართვა;
  • სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის წინაშე პასუხისმგებლობა;
  • სამზარეულოში გუნდური მუშაობის პრინციპის დაგეგმვა და რეალიზება;
  • ჰიგიენის ჟურნალების შევსება, სამზარეულოში სისუფთავის, პროდუქტების საწყობის სისუფთავის და წესრიგის კონტროლი, ასევე სამზარეულოს პერსონალის პირადი ჰიგიენის კონტროლი.
  • ყოველთვიურად სამზარეულოს გენერალური დალაგების ორგანიზება და შედეგების შეჯამება. 


ძირითადი მოთხოვნები:

  • შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • ლიდერობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე:  tiflisi2020@gmail.com.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული