ღამის ცვლის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600+ ბონუსი
  • რუსული,ინგლისური
14 იან - 03 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე:

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10

 

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია)
  • აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • კვებით უზრუნველყოფას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის

 

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

 

სამუშაო საათები:

  • ღამის ცვლა: ყოველ მესამე დღეს 18:00 საათიდან 09:00 საათამდე
  • დღის ცვლა: თვეში 1-2 დღე დღის ცვლა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

 

ანაზღაურება: 600 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@kmm.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ღამის ცვლის ადმინისტრატორი“.

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)