უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალებში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
24 იან - 03 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

2015 წელს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ხოლო 2021 წელს  იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე

 

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის  პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალებში.



ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;


 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

პირობები:

  • ხელფასი: 600 ლარი;
  • გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა; 09:00-22:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები).


 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა