კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 03 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე. ხოლო 2021 წელს იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე

ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
  • მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
  • საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
  • დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
  • გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
  • მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
  • საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

პირობები:

  • 3 დღიანი ცვლა 09:00 – 22:00 საათი;
  • 700 ლარი + საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება