კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1100 - 2100
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 03 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • პროდუქტის პრეზენტაცია;
  • გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
  • ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;



საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სამშენებლო მასალების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის  უნარი;
  • ენერგიული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური);




პირობები:

  • გრაფიკი: სტანდარტული - 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 700 + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)