კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600+ ბონუსი
24 იან - 03 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.  

2015 წელს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.  ხოლო 2021 წელს  იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე 

 

ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიდი დიღმის ფილიალებში. 

 
 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია; 
  • კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის; 
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; 
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება; 
  • დახლებზე და თაროებზე  პროდუქციის  განაწილება და მოწესრიგება; 
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება; 

 
 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

 

პირობები: 

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); 
  • სამუშაო საათები: 09:00-22:00; 
  • ანაზღაურება : 600 ლარი+ბონუსი; 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო). 

 


 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები

დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი