მძღოლი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB,C
04 იან - 03 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომლენდი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში ქუთაისში

 

მოვალეობები:

  • მომწოდებლებიდან ტექნიკის აღება და მაღაზიებსა და საწყობებში განთავსება.
  • მაღაზიებში, საწყობებში და აქციებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტექნიკის გახსნა, შეფუთვა, გახსნილი ნივთების შესაბამის ადგილზე უვნებლად განთავსება და ცარიელი ყუთების დასაწყობება.
  • ტექნიკის გაყიდვის შემთხვევაში კომპანიის მაღაზიებიდან და საწყობიდან ტექნიკის აღება, შეფუთვა მანქანაში ჩატვირთვა და მითითებულ ადგილზე უვნებლად მიტანა.
  • კლიენტთან ნივთის ტრანსპორტირება - ჩაბარება.
  • საწყობების დალაგება და მოწესრიგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მძღოლად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი ;
  • გამართული , დამაჯერებელი მეტყველების უნარი (აუცილებელია);
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პედანტურობა;
  • შრომისმოყვარე:
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი:
  • მოტივაცია, ორგანიზებულობა და ენერგიულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ იმუშაოთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: comland999@gmail.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
დისტრიბუცია