ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
04 იან - 03 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“  საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში.  MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.

აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“  მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ  კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ  უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის. 

ფინანსური ოფისი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წელი
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office მაღალ დონეზე
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
  • ACCA-ს სტუდენტობა სასურველია

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
  • ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
  • საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების წარდგენა შემოსავლების სამსახურში
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
  • რეპორტინგის წარმოება
  • ბუღალტრის თანაშემწის მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი
  • კონსულტაციების გაწევა ბუღალტრულ ოპერაციებთან დაკავშირებით

 

პიროვნული თვისებები:

  • შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • სხვადასხვა ბიზნეს სფეროში გამოცდილების მიღება
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ  მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
მცხეთა, სხვა
მცხეთა, სხვა