საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
04 იან - 03 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.
 

ქ. თბილისი

 

პოზიცია: საწყობის თანამშრომელი


 

              

ძირითადი მოვალეობა:

  • საწყობში შემომავალი ქონების ბრუნვის გაკონტროლება და პროგრამაში აღრიცხვა;
  • საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
  • სამეურნეო საქონლის შესყიდვა დასაწყობება    
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

          

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა: რუსული  კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;


 

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
  •  დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
  •  მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

 

ანაზღაურება: 1200-1500 ლარამდე
 



გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.

შპს „ბს/2 ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 2 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი