საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
03 იან - 01 თებ
ვიპ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

პროკრედიტ ბანკი  აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

სამუშაოს აღწერა:

  • ფინანსური ანალიზის მომზადება;
  • კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა;
  • საკრედიტო ფაილისა და სხვა სასესხო დოკუმენტების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისთვის წარდგენა;
  • საკრედიტო კომიტეტის ორგანიზება, კომიტეტზე საკუთარი პოზიციის წარდგენა შესაბამისი ღირებული არგუმენტაციით და სესხის/ლიმიტის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ბიზნეს ადგილის მონახულება და ყველა შესაძლო რისკის შეფასება;
  • ფინანსური მონიტორინგების მომზადება და შესაბამის კომიტეტში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში საკრედიტო ანგარიშგების მომზადება;
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა(>B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
     

პიროვნული თვისებები:
 

  • მოტივირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

 

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ “პროკრედიტ ბანკის” ინტეგრირების პროგრამა.

 

 ინტეგრირების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge

 

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ შემდეგ ბმულზე:

https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=d1a0898bb2806143a7f667f518448cab



საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:  31 იანვარი 2022 წელი

გისურვებთ წარმატებას!
 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com   

 

 

 

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
საკრედიტო რისკები