შესყიდვების მენეჯერი მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
30 დეკ - 21 იან
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს „ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შესყიდვების პროცესების მართვა;
  • ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • კომპანიის პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
  • მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების წარმოება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
     

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2022 წ.


გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი