წარმოების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
09 იან - 29 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით.

 

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორი პოზიციაზე.



ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
  •  ნედლეულის მიღების პროცესში უშუალო ჩართულობა, პროდუქციის თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა;
  •  ნედლეულის პროგრამული მიღება, როგორც ჯამური, ასევე დამუშავებული პოზიციების მიხედვით წონების პროგრამაში ასახვა;
  •  მიღებული ნედლეულის, პოზიციების მიხედვით, პროგრამული დაშლა და კოდების მინიჭება;
  •  სავაჭრო ობიექტების შეკვეთების დამუშავება;
  • პროდუქციის სავაჭრო ობიექტებზე პროგრამული გადაწერის უზრუნველყოფა/rs-ზე ატვირთვა;
  • პროდუქციის მიწოდებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  •  პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე  პროგრამების  ცოდნა (Apex ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;


 

 პირობები:
 სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია   /------------------------------------/
სამუშაო განაკვეთი: სრული


  თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@magniti.ge;  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
     CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

                     

„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი