მეხინკლე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
09 იან - 29 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით.

 

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომთან მუშაობა;
  • ცომის საბრტყელებელ მანქანასთან მუშაობა;
  • დამუშავებული ხორცის შეზავება;
  • ხინკლის მოხვევა;
  • ნახევარფაბრიკატების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • დაგეგმილი სამზარეულო პროცესების ეფექტურად შესრულება;
  • ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
  • მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
  • ჰიგიენის მაღალი დონისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;


მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;


პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
  • სამუშაო განაკვეთი: სრული


 თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@magniti.ge;  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

  CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

 

„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე