პურ-ფუნთუშეულის წარმოების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
09 იან - 29 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით.

 

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხის კონტროლი;
  • საწარმო პროცესის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
  • წარმოების გეგმებისა და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო, მატერიალური მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერთან კომუნიკაცია და ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • საწარმოს გუნდის ყოველდღიური მართვა-კოორდინაცია;
  • ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
  • მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
  • ჰიგიენის მაღალი დონისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგება წარმოების მენეჯერთან;

 

მოთხოვნები:

  • კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება(პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო წარმოება);
  • საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და სხვა სახის ნორმატივების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა  (APEX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);


უნარ-ჩვევები:

  • წარმოების თანამშრომელთა გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კარგი ანალიტიკის უნარი;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;

 

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;

 

  თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ მიიღოღთ მონაწილეობა ჩვენი კომპანიის განვითარებაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:  hr@magniti.ge;  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

  CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

 „მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა